სს ბიოქიმფარმი

დამკვეთის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება რომ მომხდარიყო ფაგების კვლევით ინსიტუტის ისტორიულ შენობაში საწრომოს დატოვების და მისი რენოვაცია/რეკონსტრუქციის დაწყების, რათა მას ეპასუხა ეროვნული და ევროპული GMP-ის სტანდარტისათვის.

რეკონსტურქციის პროექტის მოსამზადებლად განსაზღვრული იყო ექვსი თვე. რომლიდანაც სამი თვე გამოყოფილი იყო ტექნოლოგიური პროექტის მოსამზადებალად.

ყველა ფაქტორიდან გამოდინარე, რაშიც მოიაზრება ძველი საწარმოო (1938 წელს აშენებული) შენობა, საწარმოოს განლაგება (სამსართულია შენობის მეორე სართულზე, რომელშიც დამკვეთს მხოლოდ აღნიშნული სართულის ერთი ფლიგელი ეკუთვნის), იწვევდა ბევრ გამოწვევას საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების პროექტირებაში, ხოლო შემდეგომ მისი აღსრულებაში.

სირთულეების მიუხედავად შეიქმნა საწარმოს რეკონსტრუქციის სრული პროექტი რაც მოიცავს:

  • მანქანა დანადგარების შერჩევას.

  • სათავსების გეგმარების მომზადებას.

  • საწარმოო, ლაბორატორიული სათავსების და სასაწყობე მეურნეობის ტექნოლოგიური პროცესების პროექტრებას (მასალების, პერსონალის, ნარჩენების მოძრაობის ნაკადური სქემები).

  • საინჟინრო სისტემების დასაპროექტებლად ტექნიკური დავალებების მომზადებას.

რეკონსტრუქციის მიმდანეროების დროს სამუშაოების ზედამხედველობა.

დამკვეთისათვის მიწოდებულ იქნა იტალიური ბრენდის Frimed-ის მაცივრები და საყინულეები, ასევე ტემპერატურის ფარდობით ტენიანობოს ჩეხური ბრენდის

Comet-ის მზომის საშუალებები და მუდმივი მონიტორინგის სისტემა.